ლაბიში ეჟენ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ეჟენ ლაბიში''' (''ფრანგ.'' Eugène-Marin Labiche, 1815-1888), ფრანგი დრამატურგი და რო...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლაბიში ეჟენ“ გადაიტანა გვერდზე „ეჟენ ლაბიში“) |
12:28, 2 ივნისი 2023-ის ვერსია
ეჟენ ლაბიში (ფრანგ. Eugène-Marin Labiche, 1815-1888), ფრანგი დრამატურგი და რომანისტი. დაწერა 170-ზე მეტი კომედია, ფარსი, ვოდევილი. მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია: „ჩალის ქუდი“, „ბატონ პერიშონის მოგზაურობა“, „საყვარელი სალიმარი“, „ყულაბა“. მისი პიესები გამოირჩევა ოსტატურად შექმნილი ინტრიგით, მსუბუქი, მახვილგონივრული დიალოგებით, კომიზმით, რომელიც ზოგჯერ ბუფონური ხასიათისაა.