ოჟიე ემილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ოჟიე ემილ“ გადაიტანა გვერდზე „ემილ ოჟიე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ემილ ოჟიე“ გადაიტანა გვერდზე „ოჟიე ემილ“ გადამისამართებაზე)
 

მიმდინარე ცვლილება 12:43, 6 ივნისი 2023 მდგომარეობით

ემილ ოჟიე

ემილ ოჟიე − (ფრანგ. Guillaume-Victor-Emile Augier, 1820-1889), ფრანგი დრამატურგი, ე.წ. „საღი აზრის სკოლის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. გამოდიოდა რომანტიზმის წინააღმდეგ. კომედიები „ციკუტა“ და „ავანტიურისტი ქალი“ დაწერილია ისტორიულ სიუჟეტზე და კიცხავს რომანტიკულ გმირებს. ამავე თემას ეძღვნება კომედია „გაბრიელი“, „საწყალი ძუ ლომები“. წოდებრივ მანკიერებას ამხელს მისი კომედია „ბატონ პუარეს სიძე“. სოციალ-პოლიტიკურ თემატიკას ეძღვნება პიესები „ჟიბუაიეს ვაჟი“ და „თავხედები“, „ბატონი გერენი“. მის პიესებში მრავლადაა სისხლსავსე, ცოცხალი მხატვრული სახეები, სიუჟეტები კი აგებულია მორალურ-დიდაქტიკური სქემის მიხედვით, რაც წარმოშობს სიტუაციების ხელოვნურობას. მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა დიდი წარმატება დემოკრატიულად განწყობილ მაყურებლებში.




[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები