დადიანი ცოტნე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ცოტნე დადიანი''' - შერგირ დადიანის ძე; ოდიშის ერისთავი და [[...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ცოტნე დადიანი“ გადაიტანა გვერდზე „დადიანი ცოტნე“) |
14:39, 8 ივნისი 2017-ის ვერსია
ცოტნე დადიანი - შერგირ დადიანის ძე; ოდიშის ერისთავი და მანდატურთუხუცესი დაახლ. 1310-იანი წწ-ის მიწურულში. მის შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული. როგორც ჩანს, ერისთავობდა ძალზე მცირე ხანს. მის ერისთავობას ადასტურებს ჯვრის მონასტრის აღაპი: „მანდატურთუხუცესისა და ერისთავთ-ერისთავისა ცოტნე დადიანისა“. ცოტნეს მიუღია მანდატურთუხუცესობასაც, ისევე, როგორც ბედანის შტოს სხვა წარმომადგენლებს. სავარაუდოდ, მისი ძეა ოდიშის ერისთავი გიორგი (II), რომელიც, ვახუშტის ცნობით, გარდაცვლილა 1323 წ.
წყაროები და ლიტერატურა
მეტრეველი 1962: 170, N247; ბახტაძე 2003: 242
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017