პურტალესი ფრიდრიხ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პურტალესი ფრიდრიხ“ გადაიტანა გვერდზე „ფრიდრიხ პურტალესი“) |
12:23, 5 ივლისი 2024-ის ვერსია
ფრიდრიხ პურტალესი – გრაფი, გერმანელი დიპლომატი. დიპლომატიურ სამსასერში იყო 1870 წლის ბოლოდან, 1907-14 იყო გერმანიის ელჩი რუსეთის იმპერიაში. ცდილობდა, ხელი შეეშალა რუსეთის დაახლოებისათვის საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან. 1914 წლის 19 ივლისს (ახალი სტილით 1 აგვისტოს) მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ს. დ. სამონოვს გადასცა გერმანიის ოფიციალური ნოტა რუსეთისათვის ომის გამოცხადების შესახებ. 1914-18 მუშაობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მრჩევლის თანამდებობაზე. 1918 წლის ივლისიდან სახელმწიფო სამსასურში აღარ უმუშავია.