ჩარტორისკი ადაშ ეჟი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩარტორისკი ადაშ ეჟი“ გადაიტანა გვერდზე „ადაშ ეჟი ჩარტორისკი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ადაშ ეჟი ჩარტორისკი“ გადაიტანა გვერდზე „ჩარტორისკი ადაშ ეჟი“ ...)

20:51, 17 სექტემბერი 2024-ის ვერსია

ადაშ ეჟი ჩარტორისკი, (ადაშ-იური) – (პოლ. Adam Jerzy Czartoryski; 14 იანვარი 1770 — 15 ივლისი 1861), თავადი, პოლონეთისა და რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი.

1795 დაიწყო სამსახური რუსეთში; 1799 დაინიშნა რუსეთის დესპანად სარდინიის სამეფოში. ალექსანდრე I-ის გამეფების შემდეგ დაბრუნდა პეტერბურგში და 1802, სამინისტროების დაწესების შემდეგ, მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგის თანამდებობა. ხოლო 1804-დან გახდა მინისტრი; 1805 წამოაყენა პოლონეთის სამეფოს შექმნის პროექტი 1772 საზღვრებში, რომელიც რუსეთთან დინასტიური უნიით იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ რუსეთის დაახლოებამ პრუსიასთან დაამტკიცა ამ პროექტის უპერსპექტივობა და 1806 იგი გადადგა.

1815 ვენის კონგრესის გადაწყვეტილებების საფუძველზე პოლონეთის სამეფოს შექმნის შემდეგ, ჩარტორისკი შევიდა მისი დროებითი მთავრობის შემადგენლობაში, მაგრამ 1816 გადადგა. პოლონეთის კონსერვატიული წრეები, რომლებსაც იგი ხელმძღვანელობდა, მოითხოვდნენ პოლონეთის სამეფოსათვის ლიტვის, ბელორუსიისა და მარჯვენა ნაპირის უკრაინის შეერთებას. 1830-31. პოლონეთის აჯანყების დროს, სეიმის მიერ შექმნილ მთავრობაში ეკავა თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტები, მაგრამ წარუმატებელი საქმიანობის გამო მალე გადადგა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში პარიზში, სადაც ხელმძღვანელობდა პოლონური ემიგრაციის კონსერვატიულ ბანკს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები