რუხი იხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რუხი იხვი''' (''ლათ.'' Anas strepera Linnaeus, 1758) − ფრინველი [[იხვისებრნი|იხვისე...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Ruxi ixvi.PNG|thumb|200px|რუხი იხვი]]
 
'''რუხი იხვი''' (''ლათ.'' Anas strepera Linnaeus, 1758) − ფრინველი [[იხვისებრნი|იხვისებრთა]] ოჯახიდან. საშუალო სიდიდის იხვია, ფრთა 230-280 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] – 37-45 მმ, წონა – 600-1000 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის განსხვავება კარგად ჩანს შეფერილობაშიც. მამალი თავზე მორუხო-წაბლისფერია, წვრილი მუქი წინწკლებით. კისრის უკანა ნაწილი და სხეულის გვერდები რუხია, შავი გასწვრივი ხაზებით. ზურგი მორუხო-მურაა. კუდის ზემო და ქვემო მფარავები ხავერდოვანი შავია. ჩიჩახვი და მკერდის წინა ნაწილი მოშავო-რუხია, ქერცლისებური შესახედაობით. მკერდის უკანა ნაწილში ასეთი შესახედაობა ქრება და იგი თითქმის თეთრია, წვრილი განივი ხაზებით. პირველი რიგის მომქნევები და მეორე რიგის პირველი 4 მომქნევი რუხია; რამდენიმე მომდევნო მომქნევს გარეთა მარაოებზე შავი არშიები აქვთ, შემდეგი რამდენიმე თეთრია, ხოლო სულ შიგნითა – რუხი. იღლიის ბუმბულები თეთრია. ფრთის ზემო მფარავები სახსრის გასწვრივ მორუხოა, შუა მფარავები − მოჟანგისფრო-წაბლისფერი, ხოლო დიდი – ხავერდოვანი შავი. საჭის ბუმბულები რუხია, თეთრი წვეროებით, ნისკარტი − ასპიდურ-რუხი, საცურავი აპკი მუქი. დედალი ზურგის მხარეს მუქი მურაა, მოჟანგისფრო განივი ზოლებით. მკერდის წინა ნაწილი და გვერდები უფრო ჟანგისფერია. მუცლის მხარის დანარჩენ ნაწილზე არამკვეთრი სიჭრელეა.
 
მიმდინარე ცვლილება 00:05, 4 აპრილი 2025 მდგომარეობით

რუხი იხვი

რუხი იხვი (ლათ. Anas strepera Linnaeus, 1758) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. საშუალო სიდიდის იხვია, ფრთა 230-280 მმ-ია, ნისკარტი – 37-45 მმ, წონა – 600-1000 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის განსხვავება კარგად ჩანს შეფერილობაშიც. მამალი თავზე მორუხო-წაბლისფერია, წვრილი მუქი წინწკლებით. კისრის უკანა ნაწილი და სხეულის გვერდები რუხია, შავი გასწვრივი ხაზებით. ზურგი მორუხო-მურაა. კუდის ზემო და ქვემო მფარავები ხავერდოვანი შავია. ჩიჩახვი და მკერდის წინა ნაწილი მოშავო-რუხია, ქერცლისებური შესახედაობით. მკერდის უკანა ნაწილში ასეთი შესახედაობა ქრება და იგი თითქმის თეთრია, წვრილი განივი ხაზებით. პირველი რიგის მომქნევები და მეორე რიგის პირველი 4 მომქნევი რუხია; რამდენიმე მომდევნო მომქნევს გარეთა მარაოებზე შავი არშიები აქვთ, შემდეგი რამდენიმე თეთრია, ხოლო სულ შიგნითა – რუხი. იღლიის ბუმბულები თეთრია. ფრთის ზემო მფარავები სახსრის გასწვრივ მორუხოა, შუა მფარავები − მოჟანგისფრო-წაბლისფერი, ხოლო დიდი – ხავერდოვანი შავი. საჭის ბუმბულები რუხია, თეთრი წვეროებით, ნისკარტი − ასპიდურ-რუხი, საცურავი აპკი მუქი. დედალი ზურგის მხარეს მუქი მურაა, მოჟანგისფრო განივი ზოლებით. მკერდის წინა ნაწილი და გვერდები უფრო ჟანგისფერია. მუცლის მხარის დანარჩენ ნაწილზე არამკვეთრი სიჭრელეა.

2 ქვესახეობიდან ერთი ამოწყდა. ახლა ყველგან, მათ შორის საქართველოშიც, მოიპოვება ჩვეულებრივი რუხი იხვი − A. s. strepera Linn., 1758.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას, ბრიტანეთის კუნძულებიდან ამურის ნაპირებამდე, ჩრდილოეთით რიბინსკის წყალსაცავამდე, ირტიშის შესართავამდე, კრასნოიარსკამდე და მდ. ლენის აუზში მე-60 პარალელამდე. სამხრეთით – კაშგარია, სეისტანი, დარდანელი. ჩრდილოეთ ამერიკაში − წყნარი ოკეანის ნაპირებიდან დიდ ტბებამდე, ხოლო წყნარ ოკეანეში, ფანინგის კუნძულებზე ამოწყდა. ზამთრობის ძირითადი ადგილებია ჩრდილოეთისა და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროები, ეგვიპტე, ირანი, ინდოეთი, სამხრეთი ჩინეთი, აგრეთვე ჩრდილოეთი ამერიკის სამხრეთი ნაწილი. აღმოსავლეთ საქართველოში მობუდარია, ხოლო დასავლეთში მოზამთრე.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბუდობის დროს ბინადრობს შიდა დამდგარ წყალსატევებზე ან მდორე მდინარეებზე, ხშირად უხვი მცენარეულობით. მიგრაციის დროს და ზამთრობის ადგილებში გვხვდება ზღვების სანაპიროებზეც, უმთავრესად წყნარ ყურეებში ან მდინარეთა შესართავებში.

[რედაქტირება] გამრავლება

სქესობრივ სიმწიფეს აღწევს ერთი წლის ასაკში, თუმცა ყველა ერთწლიანი ეგზემპლარი გამრავლებაში არ მონაწილეობს. ბუდობს, როგორც წესი, მიწაზე, ხშირად წყალსატევის დაშორებითაც. ბუდეს აკეთებს ბუჩქების ან სხვა მცენარეულ საფარში, მშრალ ადგილას და ამოფენს ბუმბულით. მაისში დებს 9-11 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 2728 დღეს აღწევს.

[რედაქტირება] კვება

უმთავრესია მწვანე საკვები, ძირითადად წყლის მცენარეთა ფოთლები და ყლორტები, აგრეთვე მარცვლოვანთა ნაზი ნაწილები. ცხოველური საკვების გამოყენება მეტწილად ზაფხულში ხდება.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

სანადირო ობიექტია, ზოგან სარეწაო მნიშვნელობაც აქვს.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები