კაკაბაძე რევაზ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რევაზ კაკაბაძე“ გადაიტანა გვერდზე „კაკაბაძე რევაზ“ გადამისამ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Revaz kakabadze.PNG|thumb|150პქ|რევაზ კაკაბაძე]] | ||
'''რევაზ კაკაბაძე''' − (28. სექტემბერი 1928, [[თბილისი]] – 2 დეკემბერი 1996, იქვე), ქართველი მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სახალხო არტისტი (1985). | '''რევაზ კაკაბაძე''' − (28. სექტემბერი 1928, [[თბილისი]] – 2 დეკემბერი 1996, იქვე), ქართველი მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სახალხო არტისტი (1985). | ||
მიმდინარე ცვლილება 15:53, 24 აპრილი 2025 მდგომარეობით
რევაზ კაკაბაძე − (28. სექტემბერი 1928, თბილისი – 2 დეკემბერი 1996, იქვე), ქართველი მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სახალხო არტისტი (1985).
1953 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინტიტუტის უცხო ენათა (გერმანული) განყოფილება, 1959 - თბილისის კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება (პროფ. გ. მარგიევის კლასი). 1961-დან თბილისის საოპერო თეატრის სოლისტია. შესრულებული აქვს 40-მდე მთავარი პარტია. განსაკუთრებით გამოირჩევა მურმანის („აბესალომ და ეთერი“), ჩალხიას (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), რიგოლეტოს, დი ლუნას, ამონასროს, იაგოს (ვერდის „რიგოლეტო“, „ტრუბადური“, „აიდა“, „ოტელო“), ტომსკის (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“) და სხვ. პარტიების შესრულება. რ. კაკაბაძე ფლობდა იშვიათი სილამაზისა და სიძლიერის ხმას. გამოდიოდა კონცერტებში, მართავდა გასტროლებს (თეატრთან ერთად და ცალკეც) უცხოეთის ქვეყნებში