ჭყონია ლამარა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჭყონია ლამარა“ გადაიტანა გვერდზე „ლამარა ჭყონია“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლამარა ჭყონია“ გადაიტანა გვერდზე „ჭყონია ლამარა“ გადამისამარ...) |
22:21, 19 მაისი 2025-ის ვერსია
ლამარა ჭყონია – (27 დეკემბერი 1930, ბათუმი − 4 მარტი, 2024), ქართველი მომღერალი, (ლირიკულ- კოლორატურული სოპრანო). საქართველოს (1970) და სსრკ (1976) სახალხო არტისტი. ვოკალისტთა პრაღის (1960), სოფიისა (1963) და ტოკიოს (1967) საერთაშორისო კონკურსების, აგრეთვე მ. გლინკას სახელობის (მოსკ. 1960) კონკურსის ლაურეატი.
1956 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. გ. გოგიჩაძის კლასი). 1956-60 და 1968-იდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, 1960-68 კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. ლამარა ჭყონიას ჰქონდა ლამაზი ტემბრის ხმა, სრულყოფილი ვოკალური ტექნიკა. პარტიები: მარო, ეთერი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ტატიანა, იოლანტა (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ჩიო-ჩიო-სანი (ჯ. პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი“, ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის II პრემია ამ პარტიის შესრულებისათვის, 1967), ვიოლეტა (ჯ. ვერდის ტრავიატა). ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც. იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი (1987-91). ცხოვრობდა ესპანეთში. მოწაფეები იყვნენ მისი ქალიშვილები ეთერ და ნატო ჭყონიები (ორივე სოპრანო), რომლებიც ამჟამად მოღვაწეობენ უცხოეთში. მღერიან ესპანეთისა და ქ. გრაცის (ავსტრია) საოპერო თეატრების სცენაზე.