ბატიე ალბერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბატიე ალბერ“ გადაიტანა გვერდზე „ალბერ ბატიე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალბერ ბატიე“ გადაიტანა გვერდზე „ბატიე ალბერ“ გადამისამართება...) |
მიმდინარე ცვლილება 21:14, 20 აგვისტო 2025 მდგომარეობით
ალბერ ბატიე – (ფრანგ. Albert Batteux; 2 ივლისი 1919 წელი, რეიმსი, საფრანგეთი — 28 თებერვალი 2003 წელი, მილანი), ფრანგი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. თამაშობდა „რეიმსში“. იყო საფრანგეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 8 მატჩი ითამაშა საფრანგეთის ნაკრებში (პირველი: 1.6.1947 ბელგია 2-4, ბოლო: 19.6.1949 ესპანეთი 1-5). შემდეგ წვრთნიდა „რეიმსს“ (1950-63), „გრენობლს“ (1963-66) და „სენტ- ეტიენს“ (1967-70). მისი ხელმძღვანელობით „რეიმსმა“ 4-ჯერ მოიგო ჩემპიონატი და ერთხელ თასი, ხოლო „სენტ-ეტიენმა“ – ასევე 4-ჯერ ჩემპიონობა და ორჯერ თასი. 1958 წელს სათავეში ედგა საფრანგეთის ნაკრებს, რომელიც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა შვედეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე.