პითაგორა სამოსელი
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „სამოსელი პითაგორა“ გადაიტანა გვერდზე „პითაგორა სამოსელი“) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[კატეგორია:ბერძენი მათემატიკოსები]] | [[კატეგორია:ბერძენი მათემატიკოსები]] | ||
[[კატეგორია:ფილოსოფოსები]] | [[კატეგორია:ფილოსოფოსები]] | ||
| − | [[კატეგორია:ბერძენი ფილოსოფოსები]] | + | [[კატეგორია: ძველი ბერძენი ფილოსოფოსები]] |
00:37, 15 სექტემბერი 2025-ის ვერსია
პითაგორა სამოსელი (ძვ. წ. ≈ 572 – ≈ 500), ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსი და მათემატიკოსი. იტალიის ქ. კროტონში დაფუძნებული ფილოსოფოსთა ჯგუფის – „პითაგორელთა კავშირის“ დამაარსებელი და მისი მეთაური. პითაგორემ და მისმა მოწაფეებმა განავითარეს არითმეტიკა და გეომეტრია – მათ ფორმულებისა და რეცეპტების კრებულიდან მათემატიკა გადააქციეს აბსტრაქტულ დედუქციურ მეცნიერებად. მათგან მომდინარეობს პირველი მათემატიკური თეორიები: წრფივი ნაკვთების პლანიმეტრია (პითაგორეს თეორემის მკაცრი მტკიცების ჩათვლით) და რიცხვთა თეორიის ელემენტები აღმოაჩინეს ხუთიდან ოთხი წესიერი სხეული: კუბი, ტეტრაედრი, ოქტაედრი და დოდეკაედრი. აღმოაჩინეს კვადრატის გვერდისა და მისი დიაგონალის უთანაზომობა. ამის საფუძველზე აუცილებელი გახდა შექმნილიყო როგორც თანაზომადი, ისევე არათანაზომადი გეომეტრიული სიდიდეების ფარდობათა თეორია. პითაგორელებმა დაადგინეს ოთხი მათემატიკური დისციპლინა – არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია და მუსიკა.