დესანტირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
|||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:დესანტირება]] | [[კატეგორია:დესანტირება]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | [[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | ||
13:55, 9 მარტი 2018-ის ვერსია
დესანტირება - მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად ჯარების საჰაერო ტრანსპორტით გადასროლა. წარმოებს საპარაშუტო, დასაფრენი ან კომბინირებული (საპარაშუტო-დასაფრენი) ხერხით.
დესანტირების მომზადების დროს ინიშნება დესანტირების საწყისი რაიონი. დესანტირება მოიცავს: ჯარებთან ერთად თვითმფრინავების (ვერტმფრენების) აფრენას, ჰაერში სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ნაწილების საბრძოლო წყობით განლაგებას, დესანტირების რაიონში გადაფრენას, პირადი შემადგენლობის გადასხმას და სამხედრო ტექნიკის გადმოყრას. მანძილს საწყისი რაიონიდან დესანტირების რაიონამდე ეწოდება დესანტირების მანძილი, ხოლო მხარეების საბრძოლო შეხების ხაზიდან დესანტირების რაიონამდე - დესანტირების სიღრმე.