ლტოლვილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლტოლვილი''' – [[საერთაშორისო სამართალი|საერთაშორისო სამართ...) |
17:59, 3 მაისი 2018-ის ვერსია
ლტოლვილი – საერთაშორისო სამართალში, პირი, რომელმაც თავად ან ხელისუფლების განკარგულებით დატოვა თავისი ქვეყანა საბრძოლო მოქმედებების, ძალადობის, დევნის და სხვა საგანგებო ვითარებების შედეგად. ლტოლვილის შესახებ მიღებულია საერთაშორისო ხელშეკრულებები. 1951 წლიდან ფუნქციონირებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი.
ტერმინი „ლტოლვილი“ ცალკეულ ქვეყნებში გამოიყენება იმ პირების მიმართაც, რომლებმაც საგანგებო ვითარების შედეგად დატოვეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ იმყოფებიან თავიანთი ქვეყნის ფარგლებში.