ასალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
'''ასალი''' - ცხენის ზურგსა და გავაზე გადასაფარებელი ხალიჩურად ნაქსოვი ანდა აპლიკაციებით გაწყობილი ქსოვილი. | '''ასალი''' - ცხენის ზურგსა და გავაზე გადასაფარებელი ხალიჩურად ნაქსოვი ანდა აპლიკაციებით გაწყობილი ქსოვილი. | ||
| − | ყოფაში გაიგივებული იყო ყაჯართანაც, რომელსაც მხოლოდ უნაგირზე გადასაფარებლად ხმარობდნენ. ლიტერატურაში ასალის მნიშვნელობით გვხვდება აგრეთვე „ორთუქი“ (ცხენის გავაზე გადასაფარებელი) და „შატროვანი“. | + | ყოფაში გაიგივებული იყო [[ყაჯარი|ყაჯართანაც]], რომელსაც მხოლოდ უნაგირზე გადასაფარებლად ხმარობდნენ. ლიტერატურაში ასალის მნიშვნელობით გვხვდება აგრეთვე „ორთუქი“ (ცხენის გავაზე გადასაფარებელი) და „შატროვანი“. |
ფეოდალურ [[საქართველო|საქართველოში]] გავრცელებული იყო ოქრომკედით ნაქარგი და ოქროს ან ვერცხლის კილიტებით, ბურთულებით, ზოგჯერ კი ძვირფასი თვლებით შემკული ასალი. ფეოდალურ ხანაში ასეთი მდიდრული ნახელავი ასალები ქართული ოქრომკედის ნაქარგობის სხვა ნიმუშებთან ერთად თურქეთსა და ირანში გაჰქონდათ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემონახულია ნაქსოვი ასალები, რომელთაც საპატარძლოები უქსოვდნენ საქმროს ნათესავ მამაკაცებს. | ფეოდალურ [[საქართველო|საქართველოში]] გავრცელებული იყო ოქრომკედით ნაქარგი და ოქროს ან ვერცხლის კილიტებით, ბურთულებით, ზოგჯერ კი ძვირფასი თვლებით შემკული ასალი. ფეოდალურ ხანაში ასეთი მდიდრული ნახელავი ასალები ქართული ოქრომკედის ნაქარგობის სხვა ნიმუშებთან ერთად თურქეთსა და ირანში გაჰქონდათ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემონახულია ნაქსოვი ასალები, რომელთაც საპატარძლოები უქსოვდნენ საქმროს ნათესავ მამაკაცებს. | ||
12:46, 29 სექტემბერი 2016-ის ვერსია
ასალი - ცხენის ზურგსა და გავაზე გადასაფარებელი ხალიჩურად ნაქსოვი ანდა აპლიკაციებით გაწყობილი ქსოვილი.
ყოფაში გაიგივებული იყო ყაჯართანაც, რომელსაც მხოლოდ უნაგირზე გადასაფარებლად ხმარობდნენ. ლიტერატურაში ასალის მნიშვნელობით გვხვდება აგრეთვე „ორთუქი“ (ცხენის გავაზე გადასაფარებელი) და „შატროვანი“.
ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული იყო ოქრომკედით ნაქარგი და ოქროს ან ვერცხლის კილიტებით, ბურთულებით, ზოგჯერ კი ძვირფასი თვლებით შემკული ასალი. ფეოდალურ ხანაში ასეთი მდიდრული ნახელავი ასალები ქართული ოქრომკედის ნაქარგობის სხვა ნიმუშებთან ერთად თურქეთსა და ირანში გაჰქონდათ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემონახულია ნაქსოვი ასალები, რომელთაც საპატარძლოები უქსოვდნენ საქმროს ნათესავ მამაკაცებს.
ლიტერატურა
გ. ჩაჩაშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.