კარმელი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შალვა გოგიაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „კარმელი შალვა“ გადამისა...)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კარმელი (გოგიაშვილი) შალვა''' - (1899, ქუთაისი - 19.I.1923, [[თბილისი]]) - პოეტი.  
+
[[ფაილი:Karmeli (gogiaSvili) Salva.jpg|thumb|''შალვა კარმელი (გოგიაშვილი)'']]
 +
'''კარმელი (გოგიაშვილი) შალვა''' - ''(1899, ქუთაისი - 19.I.1923, [[თბილისი]])'' - პოეტი.  
  
====ბიოგრაფია====
 
====ბიოგრაფია====
ხაზი 7: ხაზი 8:
  
1922 ტუბერკულოზით დაავადდა და მკურნალობის კურსი ჩაიტარა აბასთუმანში. 1922 აბასთუმნიდან ჩავიდა ქუთაისში და შემდეგ თბილისში. 1923 გარდაიცვალა. 1959 მისი ლექსების წიგნი საბჭოთა პერიოდში პირველად უნდა გამოსულიყო, მაგრამ ტირაჟი გაანადგურეს, როგორც იდეოლოგიურად მიუღებელი. 1970 უმცროსი ძმის, კუკურ გოგიაშვილის ძალისხმევით, მაინც გამოვიდა ლექსების მცირე კრებული „ლექსები“, კოლაუ ნადირაძის შესავალი წერილით. 1982 ხელმეორედ გამოვიდა ლექსების წიგნი „ბაბილონი“.
 
:::::::::::::::::::::::::::::::::გაგა ლომიძე
 
 +
:::::::::::::::::::::::::::::'''''გაგა ლომიძე'''''
  
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==

17:04, 22 მარტი 2019-ის ვერსია

შალვა კარმელი (გოგიაშვილი)

კარმელი (გოგიაშვილი) შალვა - (1899, ქუთაისი - 19.I.1923, თბილისი) - პოეტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. ფსევდონიმად „კარმელი“ აირჩია - პალესტინაში ბიბლიური მთაგრეხილის აღსანიშნავად. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს იეზუიტმა ბერებმა ამ მთაზე დააარსეს მონასტერი და „კარმელისტების“ ორდენი.

1918-1919 წლებში ცხოვრობდა თბილისში. 1919 თბილისში, ჟურნალ „თოლაბაურის სარტყელში“ დაიბეჭდა მისი ლექსი. 1920 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1921 აირჩიეს სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად. იმავე წელს გაწევრიანდა „ცისფერყანწელთა“ ორდენში. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: „საქართველო“, „სამშობლო“, „მეოცნებე ნიამორები“, „ბარიკადი“, „რუბიკონი“. 1921 გამოვიდა მისი პირველი წიგნი „ბაბილონი“. იტაცებდა მითოლოგიური სიუჟეტები და ახალ რითმებს ეძებდა. გამოსაცემად გამზადებული ჰქონდა ორი ახალი კრებული: „აპოკალიფსის ცხენები“ და „თეთრი გიორგი“, რომლებიც მისი გარდაცვალების გამო გამოუცემელი დარჩა და რაჟდენ გვეტაძესთან ინახებოდა, შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

1922 ტუბერკულოზით დაავადდა და მკურნალობის კურსი ჩაიტარა აბასთუმანში. 1922 აბასთუმნიდან ჩავიდა ქუთაისში და შემდეგ თბილისში. 1923 გარდაიცვალა. 1959 მისი ლექსების წიგნი საბჭოთა პერიოდში პირველად უნდა გამოსულიყო, მაგრამ ტირაჟი გაანადგურეს, როგორც იდეოლოგიურად მიუღებელი. 1970 უმცროსი ძმის, კუკურ გოგიაშვილის ძალისხმევით, მაინც გამოვიდა ლექსების მცირე კრებული „ლექსები“, კოლაუ ნადირაძის შესავალი წერილით. 1982 ხელმეორედ გამოვიდა ლექსების წიგნი „ბაბილონი“.

გაგა ლომიძე

ლიტერატურა

  • შ. აფხაიძე, შალვა კარმელი, ლიტერატურული გაზეთი, 18 სექტემბერი 1959;
  • გ. ბენაშვილი, „ცისფერყანწელის“ ამაყი და კეთილშობილი სილუეტი, შ. კარმელის წიგნის „ბაბილონი“ შესავალი, თბ., 2000;
  • ი. იმედაშვილი, ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი/ხელნაწერი. ს. სიგუა, ქართული მოდერნიზმი, თბ., 2002;
  • ჟურ. „თოლაბაურის სარტყელი“, 1919, №1.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

შალვა კარმელი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები