მაისურაძე ზაქარია ნიკოლოზის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ლიტერატურა)
(წყარო)
ხაზი 19: ხაზი 19:
  
 
[[კატეგორია:ქართველი ექიმები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ექიმები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი ანატომები]]
 
[[კატეგორია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები]]
 
[[კატეგორია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები]]
 
[[კატეგორია: მაისურაძეები]]
 
[[კატეგორია: მაისურაძეები]]

15:24, 8 აპრილი 2019-ის ვერსია

ზაქარია მაისურაძე

მაისურაძე ზაქარია ნიკოლოზის ძე - (1891, ქარელი - 1975, ქ. თბილისი) - ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1942), პროფესორი (1945). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

1917 დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, 1918 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტის ნორმალური ანატომიის კათედრაზე.

1935-1948 წლებში იყო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე და ფაკულტეტის დეკანი, 1959-1974 წლებში განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრას. მისი შრომებიდან აღსანიშნავია „ადამიანის ნორმალური ანატომია“ (1932, 1962). დაჯილდოებულია ორდენითა და მედლებით.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. VI, თბ., 1983.
  • ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917-1926“, თბ., 2006.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები