ალფიერი ვიტორიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:44, 19 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალფიერი ვიტორიო – (1749-1803), იტალიელი დრამატურგი. მის ესთეტიკურ შეხედულებებზე გავლენა იქონიეს ფრანგმა განმანათლებლებმა, განსაკუთრებით – შ. მონტესკიემ. დიდი მოწონება წილად ხვდა მის პირველ ტრაგედიას „კლეოპატრა“. ამას მოჰყვა პოლიტიკური ტრაგედიები „ფილიპე“, „პოლინიკე“, „ანტიგონე“, „აგამემნონი“, „ორესტეა“. 1778 წ. დაწერა ტრაგედია „პაცის შეთქმულება“, შემდგომ „მარია სტიუარტი“, 1782 წ – „ტიმოლეონი“. ამავე წელს შექმნა თავისი საუკეთესო ტრაგედია „საული“. სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერა კომედიები: „ბრბო“, „შხამსაწინააღმდეგო“, „ერთი“, „ცოტანი“, „გაყრა“. სატირული პიესა „ოკოპცე“. მისი პიესები უაღრესად ემოციური და სცენურია. მე-18 ს. მემუარული ლიტერატურის შედევრად მიჩნეულია მისი „ვიტორიო ალფიერის ცხოვრება“.