არწივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არწივი (ლათ. Aquila) − ფრინველთა გვარი ქორისებრთა ოჯახისა შავარდნისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 6 სახეობა.
- მთის არწივი (ლათ. Aquila chrysaetus Linnaeus)
- ბეგობის არწივი (ლათ. Aquila heliaca Savigny)
- ველის არწივი (ლათ. Aquila nipalensis Hodgson)
- მყივანი არწივი (ლათ. Aquila clanga Pallas)
- მცირე არწივი (ლათ. Aquila pomarina Brehm)
- ჩია არწივი (ლათ. Aquila pennata Gmelin)