მონტევერდი კლაუდიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:05, 2 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლაუდიო მონტევერდი – (დაახლოებით 15. V. 1567, კრემონა – 29. XI. 1643, ვენეცია), იტალიელი კომპოზიტორი. 1590-1612 მოღვაწეობდა ჰერცოგ გონზაგების კაპელაში (მანტუა). 1613- იდან ხელმძღვანელობდა სან-მარკოს ტაძრის კაპელას (ვენეცია). წერდა უპირატესად პოლიფონიურ საგუნდო მუსიკას. 1587-1638 გამოაქვეყნა მადრიგალების 8 კრებული. 1607-იდან მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ოპერამ. შემორჩენილია სამი ოპერა „ორფევსი“ (1607, მანტუა), „ულისეს დაბრუნება სამშობლოში“ (1640, ბოლონია) და „პოპეას კორონაცია“ (1642, ვენეცია). ითვლება მუსიკის ისტორიაში პირველ გენიალურ საოპერო კომპოზიტორად, რომელმაც მყარი საფუძველი შექმნა ჟანრის შემდგომი განვითარებისათვის.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები