კობრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:26, 29 იანვარი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კობრი, გოჭა – (Cyprinus carpio Linne),
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: კობრი
სახეობა: ჩვეულებრივი კობრი
თევზი კობრისებრთა ოჯახიდან. ბინადრობს მდინარე მტკვარში, ფარავნისა და საღამოს ტბებში. ხელოვნურად გადაყვანილია ტაბაწყურის ტბაში. სწრაფად მზარდი და მაღალპროდუქტიული სახეობაა. იკვებებიან უხერხემლო ცხოველებითა და მცენარეებით. ფართოდ იყენებენ ტბორულ მეურნეობაში. გამოყვანილია სატბორო ჯიშები. მტკნარი წყლის თევზების ჭერაში საქართველოში მას დიდი ადგილი ეკავა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1940-1960 წლებში იჭერდნენ 400 ცენტნერს ყოველწლიურად.