მძერწავი სინათლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძირითადი, მიმართული ანუ მძერწავი სინათლე (შუქი) – მიმართულია კადრის სიუჟეტურად მნიშვნელოვან ობიექტზე (ძირითადი პერსონაჟის სახე, ფიგურა). ამ შუქით შექმნილი განათებულობა სიუჟეტურად მნიშვნელოვან ობიექტზე უცვლელია (სტაბილურია) მისი მოძრაობის ყველა ფაზაში. მიმართული სინათლე ხაზს უსვამს („ძერწავს“) ობიექტის მოცულობით-სკულპტურულ ფორმებს და წარმოქმნის კადრის კომპოზიციას, გამოყოფს არსებითს, მნიშვნელოვან დეტალს და ჩრდილში ტოვებს მეორეხარისხოვანს.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები