ჩხეტიანი თემურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩხეტიანი თემურ − (1955), ქართველი პოეტი და საჭადრაკო კომპოზიტორი. დაიბადა სოფელ ვაჩნაძიანში (გურჯაანი). 1978 წელს დაამთავრა თსუ-ს ეკონომიური ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1982 წელს, პირველი კრებული გამოსცა 1987 წელს, სულ რვა კრებული აქვს გამოცემული (მათ შორისაა − „უადრესატოდ”, 2010). ცხოვრობს და მოღვაწეობს თელავში.


მოქცევა
დიდი ხანია, რაც აქა ვარ −
ამ ადგილას, ამ ზღვის ნაპირზე...
დავდიოდი, ვუსტვენდი და კენჭებს ვისროდი;
მერე ვიჯექი,
წერილებს ვწერდი, ბოთლში ვდებდი,
წერილიან ბოთლებს კი
ზღვის ტალღებს ვატანდი.
ვყრიდი ხურდა ფულს
და ათასგვარ სურვილსაც ვუთქვამდი.
ყველაფერი წაიღეს ტალღებმა,
ყველაფერი წყალმა წაიღო.
ახლა უკვე მოქცევა იწყება −
უკან ბრუნდებიან ტალღები.
რას გამორიყავ, ჩემთვის, ზღვაო −
შენი ტალღები რას დამიბრუნებენ?
ცარიელ ნიჟარებს?
თუ წერილებს,
გაუხსნელს და წაუკითხავებს
და ნამსხვრევებს ნაოცნებარ ხომალდებისას?..
ან, იქნებ, სულაც ჩემსავე ცხედარს −
წყალმცენარეებ ჩაწნულ-ჩახლართულს
თმებსა და თითებში?..


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები