შემკვრელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:50, 21 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შემკვრელი - პოლიმერი, რომელიც ბუნებრივი ან ხელოვნური სინთეზური მასალაა და ის პლასტმასის საფუძველს წარმოადგენს. ბუნებრივი პოლიმერის ნიმუშია მერქნის ცელულოზა (C6H10O5)n, ხოლო სინთეზურ (ხელოვნურ) პოლიმერებს, რომლებიც მიიღება პოლიმერიზაციის რეაქციის შედეგად, მიეკუთვნება: პოლივინილაცეტატი, პოლივინილქლორიდი, პოლიმეთილმეთაკრილატი, პოლიპროპილენი, პოლისტირენი, პოლიეთილენი და სხვ. პოლიკონდენსაციის რეაქციის დახმარებით კი მიიღება ფენოლფორმალდეჰიდური პოლიმერები: რეზორცინულ-ფორმალდეჰიდური, კარბამიდული, პოლიეთერული, პოლიურეტანული, ეპოქსიდური, კაჟბადორგანული და სხვ. ბეტონში შემკვრელის მოვალეობას ასრულებს ცემენტი, რომლის სახეობაზეა დამოკიდებული ბეტონის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები. დუღაბებში შემკვრელი გამოიყენება: კირი, ცემენტი, თაბაშირი, თიხა.