ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი
ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი
„ქართული მწერლობა“ არის ლექსიკონი-ცნობარი, რომელშიც მოცემულია ძირითადი, აუცილებელი ცნობები თითქმის ყველა ქართველი მწერლის შესახებ (ანონიმური ქმნილების შემთხვევაში - ნაწარმოების შესახებ) მეხუთე საუკუნიდან დღემდე. ლექსიკონი-ცნობარი შემდეგი ნაკვეთებისაგან შედგება: „V-XVIII საუკუნეები“, „XIX საუკუნე“, „XX საუკუნე“, „მთარგმნელნი“, „ქართული მწერლობის მკვლევარნი“. ყოველი ნაკვეთი ცალკე გაწყობილია ანბანზე. პირველ წიგნში შედის ნაკვეთები „V-XVIII საუკუნეები“ და „XIX საუკუნე“.
ქართული მწერლობის ლექსიკონში ანბანური რიგით წარმოდგენილია თითქმის ყველა ქართველი მწერალი მეხუთე საუკუნიდან დღემდე; ამავე დროს, ეს არის აგრეთვე ცნობარი, რამდენადაც მასში მოცემული ინფორმაციის დიდი ნაწილი საკმაოდ სცილდება სალექსიკონო მოთხოვნებს.
ინფორმაცია, რომელსაც „ქართული მწერლობის“ I წიგნი მიაწვდის მკითხველებს მწერალთა ბიოგრაფიის, მათი ნაწარმოებებისა თუ გამოცემების შესახებ, 1977 წლამდე არსებულ ვითარებას ასახავს.
ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი