დერივაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:52, 11 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დერივაცია (ლათინური derivatio – გადახრა), ბალისტიკური ტრაექტორიით მოძრაობის დროს ტყორცნის სიბრტყიდან გიროსკოპული სიჩქარით მბრუნავი ჭურვის სისტემატური გვერდითი გადახრა.
დერივაციის სიდიდე ძირითადად დამოკიდებულია სროლის მანძილზე, ტრაექტორიის დახრილობასა და ჭურვის ბრუნვის სიჩქარეზე (იზრდება მისი მომატების დროს), ხოლო მიმართულება – ჭურვის საკუთარი ბრუნვის მიმართულებაზე. დერივაციას ითვალისწინებენ სროლისთვის მონაცემების გათვლის დროს.