კომპლექსური რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:21, 27 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომპლექსური რუკა – (complex map, aggregate map), რუკა, რომელზეც გამოსახულია რამდენიმე სხვადასხვა, ერთმანეთთან დაკავშირებული ბუნებრივი ან საზოგადოებრივი მოვლენა, მაგ.: ჰიდროენერგეტიკული რესურსები და ელექტროენერგეტიკა, მევენახეობა და მეღვინეობა, რეკრეაციული რესურსები და საკურორტო მეურნეობა, ჰიდროგეოლოგიური რუკა და ბალნეოლოგიური კურორტები, ბუნებრივი ლანდშაფტები და ეკოტურიზმი და სხვ. კომპლექსური რუკის შედგენა მიზანშეწონილია ანალიზური და სინთეზური რუკების შეთავსებით, რაც კარტოგრაფის მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს.



წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები