ბომბტყორცნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:45, 26 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბომბტყორცნა - საფრენი აპარატის ეკიპაჟის მოქმედება საავიაციო ბომბების დამიზნების და ჩამოყრისთვის მოცემულ ობიექტზე (სამიზნეზე). მოიცავს მიზნის აღმოჩენას, დამიზნებას, შეიარაღების მომზადებას და ბომბების ჩამოყრას.
განასხვავებენ ბომბტყორცნის შემდეგ ხერხებს:
- ჰორიზონტალური ფრენით;
- ლოგარითმული ტრაექტორიიდან;
- პიკირებით;
- პიკირებიდან გამოსვლით;
- კაბრირებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.