თავმოყრის რაიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავმოყრის რაიონი - ტერიტორია, რომელზეც დააშორიშორებენ (განალაგებენ) ჯარებს. თავმოყრის რაიონები შენაერთებსა და ნაწილებს შეიძლება დაენიშნოს საბრძოლო მოქმედების ყველა სახეობაში, აგრეთვე მშვიდობიანობის დროს. თავმოყრის რაიონს ირჩევენ ისეთ ადგილებში, რომლებიც მოსახერხებელია მასობრივი დაზიანების იარაღისგან დასაცავად, ჯარების განლაგებისა და მათ მიერ მანევრის სწრაფი განხორციელებისთვის.

ჯარების თავმოყრის რაიონებს განალაგებენ ქვედანაყოფების მიხედვით, დაშორიშორებულად, ისე, რომ სწრაფად მოემზადონ ბრძოლისთვის ან გამოვიდნენ დაკავებული რაიონიდან. ინიშნება აგრეთვე თავმოყრის (განლაგების) სათადარიგო რაიონები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები