შინდანწლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შინდანწლა

შინდანწლა – (Swida australis [C. A. Mey.] Pojark. Ex Grossh = Cornus sanguinea subsp. Australis [C. A. Mey.] Jav.); ოჯახი: შინდისებრნი (Comaceae). 2-4 მ სიმაღლის ბუჩქია ან ხე. ვარჯი გაშლილია. ნორჩი ტოტები მრგვალია, შებუსული. ფოთლები ყუნწიანია, მოპირისპირედ განლაგებული, მუქი მწვანე, ფორმით კვერცხისებური, ორივე მხრიდან შებუსული. ყვავილედი მრავალყვავილიანი. გვირგვინი თეთრი. მტვრიანები მკრთალი ყვითელი. ნაყოფი შავია, სფერული. ყვ. V-VI; ნაყ. IX-X. მცენარე იზრდება ბუჩქნარებში, მდინარეთა ნაპირებზე, ტყეებში, მთის შუა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები