ბასიშვილი ბადრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბადრი ბასიშვილი – დაიბადა 1977 წლის 20 იანვარს სოფელ კეხვში.
განათლება – შპს „ლეგია და კომპანიის“ უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (2004).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი (2004-2005);
- ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (2006-2008).
- პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №85 ლიახვის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი.
- შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე (2012-2013)
- პარლამენტის წევრი 2020 წლის 17 იანვრიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ - წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენი (2013)