კაკუბავა ბორის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბორის კაკუბავა – დაიბადა 1939 წლის 3 მარტს გალის რაიონის სოფელ ოქუმში. — პოლიტიკოსი. პოლიტპატიმარი (1978-88).
განათლება – უკრაინის სოფლის მეურნეობის აკადემიის ზოოტექნიკური ფაკულტეტი (1971).
სამუშაო გამოცდილება
- საქმიანობდა პარტიულ-სამეურნეო და ადგილობრივი მმართველობის სფეროში.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) პროპორციული სიით - სოხუმის №9 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99) - არჩეული აფხაზეთიდან, დამოუკიდებელი დეპუტატი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004) - არჩეული აფხაზეთიდან, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი 2007 წლამდე.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- ქართველი დისიდენტები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები 1992-1995
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები 1995-1999
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები 1999-2004
- ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრები
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები