კასტანეტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:35, 1 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კასტანეტები – (ესპან. castañuelas), დასარტყამი სამუსიკო საკრავი გავრცელებული ესპანეთში XVI საუკუნის მიწურულიდან. შედგება 2, ერთ ბოლოზე შეკრული ხის ფირფიტისაგან. კასტანები გამოიყენება ხშირი რიტმების გამოსაკვეთად და რიტმული აქცენტებისათვის ცეკვის დროს.