ტრალალერო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:48, 25 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტრალალერო – (იტალ. trallalero), ძველებური პოლიფონიური სიმღერები გენუაში. სრულდება მხოლოდ მამაკაცების მიერ, ხუთ ხმაზე. მათ შორის სოლო – ფალცეტია.
ტრალალეროს შინაარსი ჩვეულებრივ ერთი-ორი ფრაზით განისაზღვრება და რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობით არ გამოირჩევა. სიმღერების მთელი სიმშვენიერე მათ სისუფთავესა და ხმათა შეწყობილ ჟღერადობაშია. ტრალალეროს შესრულების სტილი საკმაოდ რთულია.