სამოცდამეოთხედი ნოტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:23, 4 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამოცდამეოთხედი ნოტი – მთელი ნოტის გრძლიობაზე 64-ჯერ უფრო მოკლე გრძლიობის მქონე ნოტი; თექვსმეტი სამოცდამეოთხედი ნოტი გრძლიობით ერთი მეოთხედის ტოლია, ე. ი. საშუალო ტემპით მოდის დროის ერთ თვლაზე. სამოცდამეოთხედი ნოტი აღინიშნება შავი წრით და ჯოხით მარჯვნივ ზემოთ ან მარცხნივ ქვემოთ, და ოთხი კუდით; ორი ან რამდენიმე მეზობლადმდებარე სამოცდამეოთხედის კუდები შესაძლოა შეიცვალოს ოთხი საერთო სახსრით.