მურა ჯამა სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მურა ჯამა სოკო
ფაილი:Murajamasoko.png
მურა ჯამა სოკო
Plicaria badia (Pers.) Rhem.
Пликария темно-каштановая
ნაყოფსხეული – 1-6 სმ დიამეტრისაა. ჯერ ბურთისებრია, შემდეგ იხსნება და მოგვაგონებს ღრმა ჯამს, შიდა ზედაპირი წაბლისფერ-მურაა, გარედან უფრო ღია ფერისაა, მარცვლოვანი ზედაპირით.
სპორები – ელიფსისებრი 15-18X7-10 მკმ ზომით, მარცვლოვან-ხორკლიანი ზედაპირით. ჩანთები ცილინდრულია 300X12-15 მკმ, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული.
იზრდება დიდ ჯგუფებად (10-20 და მეტ ეგზემპლარამდე) ნიადაგზე ტყეში პარკებში... გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.
გამოყენება – ახალი ითვლება საჭმელ სოკოდ.