ბიტუმმზიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 20 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბიტუმმზიდი – სპეციალურ ცისტერნიანი სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტი თხევადი ბიტუმის მასალების გადასაზიდად ტემპერატურით 200°C-მდე. ბიტუმმზიდი აღჭურვილია გასაცხელებელი დანადგარებით ან გამათბობლებით დიზელის საწვავზე ან ნავთზე, თერმომეტრებით, ცისტერნის შევსების დონის საზომით, აგრეთვე ლითონის სახელურებით ბიტუმის ჩამოსაცლელად. ბიტუმმზიდი ბიტუმის გასაშლელ და ზედაპირის მოსასწორებელ მანქანასთან ერთად შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ავტოგუდრონატორი გზების, აეროდრომებისა და ა.შ. მშენებლობაში. თანამედროვე ბიტუმმზიდის მოცულობაა 3-25 მ3.