მხატვრული მინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:18, 1 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მხატვრული მინა – შესანიშნავი დეკორატიული თვისებების მქონე ნაკეთობების განსაკუთრებული ჯგუფი, გაერთიანებული ტერმინის „მხატვრული მინა” ქვეშ. მასში შედის ნაკეთობების ფართო ასორტიმენტი გამოყენებული მშენებლობაში, არქიტექტურასა და ქანდაკებაში: დეკორატიული მოსაპირკეთებელი მასალები (ფილები, ფურცლოვანი მინა), შენობის დეკორატიული ელემენტები (ლავგარდანი, სვეტის დეტალები, სავენტილაციო ცხაური, ბალიასინა, ბალიუსტრადა და სხვ.), ვიტრაჟები ფერადი მინით, საზოგადოებრივი შენობების ინტერიერის არქიტექტურულ-დეკორატიული გაფორმების ელემენტები (ბარელიეფები, მონუმენტური ფიალები, სანათურები, ბრები, ბროლის გასანათებელი არმატურა და სხვ.).