მანჰეიმის სკოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:08, 22 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანჰეიმის სკოლა - შემოქმედებითი მიმდინარეობა მუსიკაში, რომელიკ ჩამოყალიბდა XVIII ს. მანჰეიმში (გერმანია). მანჰეიმის სკოლის მოღვაწეობა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია XVIII ს. ევროპული ინსტრუმენტული მუსიკის განვითარებაში. დინამიკის თანდათანობითმა ზრდამ (crescendo) და კლებამ მკვეთრმა კონტრასტებმა, მღერადი მელოდიების ღრმა ემოციურობამ და ნაზმა გრძნობიერებამ, გამოსახვის ნატიფმა ხერხებმა, ჩამოაყალიბა საორკესტრო დაკვრის ახალი სტილი და შექმნა ახალი სიმფონიური შემოქმედება. მანჰეიმელებთან ფართო გავრცელება პოვა სიმფონიის 4–ნაწილიანმა ციკლურმა ფორმამ. მანჰეიმის სკოლის საკომპოზიტორო და საშემსრულებლო სტილის ფორმირებაზე დიდი გავლენა იქონია ჩეხურმა მუსიკალურმა კულტურამ, ძირითადი წარმომადგენლები არიან რიხტერი, სტამეცი, კანაბიხი.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები