წინასწარ დაძაბული კონსტრუქციები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:00, 1 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წინასწარ დაძაბული კონსტრუქციები – სამშენებლო კონსტრუქციები, რომლებშიც წინასწარ (დამზადების ან მონტაჟის დროს) იქმნება კონსტრუქციის ელემენტებში ოპტიმალურად გადანაწილებული ძაბვა. წინასწარი დაძაბვა ზრდის კონსტრუქციის სიხისტესა და ბზარმედეგობას. ის მეტად ეფექტურია რკინაბეტონის კონსტრუქციებში, თუმცა იყენებენ ლითონის კონსტრუქციებშიც.