ერთობლივი ხარჯები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:24, 6 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ერთობლივი ხარჯები − ((aggregate expenses), ეკონომიკაში - საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯების მთლიანი თანხა.
რთობლივ ხარჯებში (Y) შედის მოხმარება (C), ინვესტიციები (I), სახელმწიფო ხარჯები (G) პლუს ექსპორტს (X) მინუს იმპორტი (M). ფორმულით გამოისახება ასე:
- Y = C+I+G+(X-M).
ერთობლივი ხარჯების მოცულობა განსაზღვრავს წარმოებისა და დასაქმების მოცულობას. იგი შეიძლება სისტემატურად მერყეობდეს ფასების საერთო დონის
ცვლილებების გამო.