რეიგანომიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:39, 14 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეიგანომიკა - (Reaganomics) - ნეოკლასიკური თეორიების პირველ ყოვლისა, მიწოდების თეორიისა და მონეტარიზმის ძირითადი დებულებების ასახვა აშშ-ის პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციის (1981-1988) ეკონომიკურ პოლიტიკაში. რეიგანომიკა მოიცავს ეკონომიკური პოლიტიკის შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
- ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ზრდის შეჩერებას სახელმწიფო ხარჯების შემცირების საფუძველზე;
- სახელმწიფო სოციალური ხარჯების გაზრდას;
- კერძო მეწარმეობის სახელმწიფო რეგულირების მასშტაბის მნიშვნელოვან შემცირებას;
- ადმინისტრაციის მიერ სარეზერვო სისტემის წახალისებას ფულადი მასის ზრდის ტემპის იმ დონეზე შესანარჩუნებლად, რომელიც საკმარისი იქნებოდა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისათვის;
- პირადი საშემოსავლო გადასახადისა და კორპორაციების მოგებაზე გადასახადის მკვეთრ შემცირებას.