ლარვა მიგრანს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:15, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Khdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლარვა მიგრანს (larva migrans; ლათ. larva + მიგრაცია) – მოვლენა, რომელსაც იწვევენ Ascardata-ს ქვერაზმის ნემატოდების ლარვები არასპეციფიკური მასპინძლის (ადამიანი, ცხოველი) შინაგან ორგანოებში პარაზიტობის დროს. ადამიანის ორგანიზმში ლარვა მიგრანს იწვევენ Toxocara canis-ისა და Lagoschiascaris minor-ის ლარვები. უპირატესად ავადდებიან ბავშვები თავის ტვინის, თვალების, ღვიძლის, ფილტვების და სხვა ორგანოების დაზიანების მოვლენებით. ლარვა მიგრანს აღენიშნებათ ცხოველებსაც, მაგ. ღორს, მის ორგანიზმში Tox.canis-ისა Tox.catis-ის ლარვების მიგრაციის შედეგად.