ტრიქომონადა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:21, 29 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტრიქომონადა – (trichomonas; ბერძნ. thrix თმა, ბეწვი + monas, monados განუყოფელი, ერთეული), უმარტივესების გვარი; მიეკუთვნება Trichomonadidae-ს ოჯახს, Mastigophora-ს ქვეტიპს.
ტრიქომონადასათვის დამახასიათებელია 3-5 შოლტის, მოკლე, უნდულირებადი მემბრანისა და აქსოსტილის არსებობა. ტრიქომონადაები ლოკალიზებენ შარდსასქესო ორგანოებში, ცხვირისა და პირის ღრუებში.
Trichomonas foetus, T.equi, T.suis და T.vaginalis – სახეობები, რომლებიც, შესაბამისად, მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის, ცხენის, ღორისა და ადამიანის პარაზიტებია და მათ ტრიქომონოზს იწვევენ.