სუფრაქეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:45, 16 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუფრაქეში - (თურქ.-სპარს. sufra qaš - სუფრის გამწყობი, ნადიმის მომწყობი). საფარეშოს/ფარეშხანის მსახური. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, მისი ქართული შესატყვისია „მეტაბლე“.

სუფრაქეშის ძირითადი ფუნქცია სტუმრებისათვის საჭმლის წესისამებრ მირთმევა იყო. ნადიმისა და მეჯლისის დროს სხვა მსახურებთან, მაგ., თუშმალებთან ერთად სუფრაქეში საჭმელს არიგებდა. „დასტურლამალში“ ცალკე პარაგრაფი ეძღვნება სუფრაქეშს, საიდანაც ჩანს, რომ ქართლის სამეფო კარზე სულ ექვსი სუფრაქეში იყო. XVII-XVIII სს-ის ისტორიულ დოკუმენტებში სუფრაქეშის ხსენება იშვიათია. ცნობილია მაგ., სუფრაქეში ტერტერაშვილი ბაინდურა, რომელსაც როსტომ მეფემ თრიალეთის ახალქალაქის ხელახლა დასახლება და მისი მოურავობაც ჩააბარა.


წყაროები და ლიტერატურა

„დასტურლამალი“ 1965: 81; სურგულაძე 1952: 203; პალ 2015: 239.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები