ბოიტო არიგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:53, 16 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არიგო ბოიტო

ბოიტო არიგო - იტ. Arrigo Boito (24. II. 1842, პადუა, - 10. VI. 1918, მილანი), იტალიელი კომპოზიტორი, პოეტი.

სწავლობდა მილანის კონსერვატორიაში. ავტორია ორი ოპერისა: „მეფისტოფელი“ (გოეთეს „ფაუსტის“ მიხედვით 1868, საბოლოო რედ. 1886, მილანი), „ნერონი“ (ა. ტოსკანინის რედაქციით დაიდგა 1884, მილანში).

იზიარებდა რ. ვაგნერის მუსიკალური დრამის ზოგიერთ პრინციპს. 60-იან წლებში გაიცნო და შემდეგ დაუახლოვდა ჯ. ვერდის, გახდა მისი უახლოესი თანამშრომელი. მას ეკუთვნის ვერდის ოპერების: „სიმონ ბოკანეგრა“, „ოტელო“, „ფალსტაფი“, აგრეთვე ჯ. პონკიელის „ჯოკონდას“ ლიბრეტოები და სხვ.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები