ნახევარსიბრტყე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნახევარსიბრტყე – სიბრტყის წერტილთა ერთობლიობა, რომლებიც მდებარეობენ ამ სიბრტყეზე აღებული წრფის ერთ მხარეს. ნახევარსიბრტყის წერტილის x, y კოორდინატები აკმაყოფილებენ უტოლობას Ax+By+C > 0, სადაც A, B, C - მუდმივებია, ამასთანავე, A და B ერთდროულად არ არიან ნულის ტოლნი თუ თვით წრფე Ax+By+C = 0 ეკუთვნის ნახევარსიბრტყეს, მაშინ ამბობენ, რომ ნახევარსიბრტყე ჩ ა კ ე ტ ი ლ ი ა.