გურული დიალექტი
გურული – ქართული ენის დიალექტი, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი კუთხის – გურიის მოსახლეობის მეტყველება.
გურული იყოფა ორ კილოკავად: ზემოგურულად (ჩოხატაურისა და ოზურგეთის რაიონის მთიანი ნაწილის მოსახლეობის მეტყველება) და ქეემო-გურულად (ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონების მოსახლლეობის მეტყველება). კილოკავებში შემავალი თქმები, თავის მხრიე, იყოფა განსხვავებულ ქცევებად. მაგ; ჩოხატაურის თქმაში განირჩევა. ზემო სურების, შუა სურებისა და დიდვანის ქცევები.
გურულის ფორმირებაცა და მისი ენობრივი თავისებურებებიც ისტორიულ-გეოგრაფიულმა ფაქტორებმა განაპირობა. სპეციალისტები (ნ. მარი, ი. ჯავახიშვილი, ი. ყიფშიძე, არნ. ჩიქობავა და სხვ) ვარაუდობენ, რომ ჩვ. წ. პირველ საუკუნეებში ქართულად მოლაპარაკე ერთ-ერთი ტომი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ დაძრულა და ზანებით დასახლებულ ტერიტორიაზე დამკვიდრებულა. სწორედ ზანურ სამყაროსთან ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტის შედეგია ზანიზმების სიუხვე გურულში. ხმოვანთა რედუქციის სისუსტე სახელების ბრუნებისას როგორც თანხმოვანფუძიან (წყალის, მსხალით…), ისე ხმოვანფუძიან (ყპაის, რძეით…) სახელებში; ობიექტის მრავლობითის გამოხატვა III სუბიექტური პირის -ენ სუფიქსით (შეგჩებიენ, გაქვენ, მოყავენ…), მოთხრობითბრუნვიანი ქვემდებარე გარდაუვალ ზმნებთან (კაცმა მოკტა, კაცმა დიეცა…) და სხვ. ფონეტიკური და გრამატიკული მოვლენები, განსაკუთრებით შესამჩნევია ზანიზმები ლექსიკაში (აკალიფება, დამაგინება, ორჩხუში, ოჭვათო, ჯარგვალი, ჯუმადია -), ტოპონიმიაში (ოჩხამური, ჭვათირი, ჯუმათი…). გურულ ტოპონიმიასა და ანთროპონომიაში წარმოჩნდება იმ რიგის ფორმებიც, რომლებსაც ანალოგიები ეძებნება აფხაზურ-ადიღურ ენებთან: სუფსა, აჭყვა, მალთაყვა, ინგოროყვა, ჭანუყვაძე, თალაკვაძე, ბოლქვაძე – (ს. ჯანაშია, გ. როგავა).
ამავე დროს, იმის გამო, რომ გურული დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ზანურ გარემოცვაში, მას შემოუნახავს არაერთი არქაული სიტყვა და ენობრივი მოვლენა: მოქმედებითი გვარის ზმნათა ერთი ნაწილი უძველესი მარტივი ფუძით იხმარება (ჩეხს, ხვეტს): –ავ/-ამ თემისნიშნიანი ზმნების ვნებითი გვარიც ხშირად არქაული წესითაა ნაწარმოები (იმალვის, იკარქვის): გურულის ზოგ თქმაში III სუბიექტური პირის მრავლობითობა გარდაუვალ ზმნებთან -ეს სუფიქსითაც გამოიხატება (მიეგებეს, ადგეს იგენმა); გვხვდება ადამიანის საკუთარ სახელთა გაუფორმებელი წარმოება სახელობით და მოთხრობით ბრუნვაში (სამსონ მობძანდა, დავით გამეიარა) და სხვ. მრავალი არქაული სიტყვა შემორჩენილია ლექსიკაში (ზარმელი, კოში, მერე, ჟვავი, უსხი…). შემონახული არქაული ფორმები გურულს ძვ. ქართულ სალიტერატურო ენასთან აახლოებს, განსაკუთრებით კი – იმ ლიტერატურული სკოლების ენასთან, რომლებიც ქართული ენის სამხრეთ-დასავლურ კილოებთან, ე. ი. ისტორიულ ქვემო ქართლის მეტყველებასთან (შავშურ-კლარჯულთან) იყო დაკავშირებული (ქართული დიალექტოლოგია, 1, 1961).
გურულის მრავალფეროვნების ერთ-ეროი მიზეზია აგრეთვე მისი მეზობლობა, ერთი მხრივ, იმერულთან და, მეორე მხრიე, აჭარულთან, რაც თავისებურ გავლენას ახდენს ამ კუთხეთა მოსაზღვრე სოფლების მეტყველებაზე. აჭარულთან გურულს აერთიანებს მთელი რიგი ენობრივი მოვლენები: შაეგრიმანი. ლაპარიკი (ხმოვანთა შენაცვლება); ზაბუთი, ამ შიშორე (ასიმილაცია); კალონი, ანბავი (დისიმილაცია); დააქფია, ძვილაჲ (მეტათეზისი); კობზი, იბარცხნის (სუბსტიტუცია); გვერჩი, ბეძე=ბედზე (აფრიკატიზაცია): საცოდვავი, ურცხო, გემბრიელი (ბგერათაგანვითარება); ფთა, ჩთილი, (ბგერათდაკარგვა); ხიბაკიანა, მაშინდულა (ვითარებით ბრუნვაში მხოლოდ -ა გვხვდება); ბახჩასან, ქვასან (-თან თანდებულის ნაცვლად -ან); მიასტრა, იცნა (მესამე სუბიექტური პირის ნიშნად წყვეტილში -ა); ღვიძავდა, ძინავდა (უწყვეტელში აწმყოს ფუძეა გა- მოყენებული); შვიდი ძმანები, ფირალები გაქცეულა (რიცხვში შეუთანხმებლობა): საერთოა ლექსიკის დიდი მარაგი (დელი, ეტოშება, კატარი, კვენდღი, და სხვ.). საკმაოდ ბევრი ერთნაირი ფონეტიკური და გრამატიკული მოვლენა დასტურდება გურიისა და იმერეთის ურთიერთმოსაზღვრე სოფლების მეტყველებაშიც: ქ არ < ქე არ, ქი არ; ა) յ ვერ < კი ვერ (ხმოვანთა ელიზია); յჭირს, յყავს (ასიმილიციური დაყრუება); მინუჩი, გვერძე, ღმერც (აფრიკატიზაცია); ვორი, საშინავო (ბგერის ჩართვა); კიეა, ჩხივა (-ი მავრცობიან ზმნებთან მესამე პირის -ა სუფიქსის ხმარება); ყრილარიენ, ზილარიენ (მდგომარეობის გამომხატველ ზმნებთან აწმყოში მესამე სუბიექტური პირის სიმრავლის გამოხატვა მეშველი ზმნით); იმგენმა იმღერენ (მოთხრობითში დასმული სახელის მრავლობითობის გამოხატვა -ენ სუფიქსით, ძირითადად ქვემოიმერულში); გაქვენ, გეყურებო-დენ (მიცემითში დასმული სახელის მრავლობითობის გამოხატვა -ენ ფორმანტით); ისობს | ისოფს, ღრიალოფს, ამტროვს (თემის ნიშანთა შენაცელება); დგანა, ჟდანა ფუძე გართულებულია -ან სუფიქსით, უპირატესად ქვემოიმერულში): აჭუმს, ართუმს (-ევ სუფიქსიან კაუზატივებში ფუძის გახმოვანების ცვლა); ორი ბიჭები (რიცხვით სახელთან საზღვრული მრავლობითშია წარმოდგენილი); ბიჭებმა იჩხუბა, მაგენი ამბობდა (ქვემდებარე-შემასმენელს შორის რიცხვში შეუთანხმებლობა) და სხვ. საერთოა მრავალი ლექსიკური ერთეული (გაგანია, თანაქა, ლორთქო, ტარაბუა, ყანთარი და ა. შ.