პურიზმი (ხელოვნება)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:17, 13 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პურიზმი – კუბიზმიდან გამოყოფილი ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა საფრანგეთში XX საუკუნის 20-იან წლებში, პურიზმის წარმომადგენლებმა ხელოვნების მთავარ ამოცანად გამოაცხადეს სინამდვილის „განწმენდა“ მისთვის უცხო „იდეური სირთულისაგან“ ცხოვრებისეული მოვლენებისა და ამბების ელემენტარულ, უბრალო ფორმებამდე დაყვანით.
პურიზმის ფუძემდებლები – ა. ოზანფანი (1866) და ლ. კორბუზიე (ფსევდონიმია შ. ჟანერე, 1887). პურიზმის ძირითადი ჟანრი – ნატურმორტია.