კავალი ფრანჩესკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:08, 13 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კავალი ფრანჩესკო - (Cavalli 14. 11. 1602 კრემა, – 17. I. 1676 ვენეცია), იტალიელი კომპოზიტორი. 1617-იდან მგალობელი, ორგანისტი და კაპელმაისტერი ვენეციის სან-მარკოს ტაძარში. ვენეციური საოპერო სკოლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. კავალის ოპერებს შორის გამოირჩევა: „დიდონა“ (1641), „იასონი“ (1649), „ორიონი“ (1653) და სხვ. რეკვიემი, სასულიერო მუსიკა და სხვა.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")