მიტარბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:31, 10 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიტარბი – მინერალური წყარო ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, სოფელ პატარა მიტარბიდან სამხრეთით 1.4 კმ მანძილზე. ჯამური დებიტია 10-15 ათ. ლ. მიეკუთვნება ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ-კალციუმ-ნატრიუმიან ჯგუფს, საერთო მინერალიზაცია – 2.5 გ/ლ.