მლაშობის ჩინგილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:56, 27 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მლაშობის ჩინგილი – (Halimodendron halodendron [Pall.] Voss); ოჯახი: პარკოსნები (Fabaceae). ძლიერ დატოტვილი 3 მ სიმაღლის ბუჩქია, ეკლიანი. ფოთლები წყვილფრთისებურია, შედგება 2-5 წყვილი ფოთოლაკისაგან. ფოთლის საერთო ყუნწი წვერში ეკალივითაა. ფოთოლაკები უკულანცეტაა, კიდემთლიანი, მოლეგო-მომწვანო ფერის. ქვედა მხარე მჭიდროდ მიკრული ბეწვით არის შებუსული, კარგად გამოხატული შუა ძარღვით. თანაფოთლები ეკლიანია, გვირგვინი – იისფერი. ყვ. ნაყ. V-IX. ძირითადად, დაბლობის მცენარეა, იზრდება მშრალ და მლაშე ფერდობებზე. იშვიათი გავრცელების მცენარეა. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გარეჯის მიდამოებში. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა.